CAT მომხმარებლის დასაცავ მექანიზმებს ნერგავს

Cat-ის გამძლე მობილურ ტელეფონებზე გაზრდილ მოთხოვნის გამო, ქართულ ბაზარზე არაოფიციალური პროდუქციის მოხვედრის ალბათობაც გაიზრდა. როგორც წესი ასეთი პროდუქციის იმპორტი ხდება მწარმოებელთან შეთანხმების და ხარისხის კონტროლის გარეშე. ოფიციალური გარანტიის არ ქონის გარდა, არსებობს რისკი, რომ ეს პროდუქცია საქართველოში მოქმედ მობილურ ოპერატორებთან არათავსებადი, ან სულაც Refurbished (შეკეთებული) აღმოჩნდება.

ქართველი მომხმარებლის დასაცავად Cat Phones Georgia-მ ორი ტიპის დაცვის მექანიზმი შეიმუშავა:

  1. ტელეფონის ოფიციალურობის შემოწმება, ჩვენს ვებსაიტზე IMEI კოდის საშუალებით.
  2. Cat Phones Georgia-ს დამცავი ჰოლოგრამა, რომელიც პირველი ივლისიდან მაღაზიათა ქსელში გაყიდულ ყველა ოფიციალურ Cat-ს ექნება ყუთზე დაკრული.

ამასთან ერთად ჩვენს საიტზე, მუდმივად ახლდება განყოფილება „სად შევიძინოთ?“ სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი პარტნიორების ჩამონათვალს.

მომხმარებლის ფუნდამენტური უფლებაა – იცოდეს რას ყიდულობს, ხოლო თუ ტელეფონი, ზემოთხსენებულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ესე იგი ის არაოფიციალურია.