კომპანია ქეთვეის განცხადება

საქართველოში გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ ბიზნესი მთავრობასთან მუდმივად ჰარმონიზებული უნდა იყოს და ხშირად მის აპოლოგეტადაც იქცეს. ჩვენ  კარგად გვაქვს გააზრებული სტაბილურობის ფასი, თუმცა ვფიქრობთ რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მოგების მაქსიმიზაციაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლით დავაფიქსიროთ ჩვენი კომპანიის პოზიცია წუხელ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

კერძოდ:

  • ვგმობთ სახელმწიფოს მიერ მომიტინგეების მიმართ გამოყენებულ სადამსჯელო ქმედებებს, რომლის საჭიროებაც არ ყოფილა და უამრავი ჩვენი თანამოქალაქის სამუდამო დასახიჩრება გამოიწვია.

 

  • ვგმობთ მომიტინგეების მხრიდან ნებისმიერ ძალადობრივ მოწოდებას და ვფიქრობთ ასეთი ინდივიდების  თუ ძალების ადგილი საჯარო პოლიტიკაში არ არის.

 

  • მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მივესალმებით მტრულად განწყობილი რუსი დეპუტატების ქვეყნიდან გაძევებას.

 

  • სახელმწიფოსგან მოვითხოვთ იყოს კონსტრუქციული და არ დაუშვას ვითარების შემდგომი ესკალაცია.

 

ამასთან ერთად, ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას , ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დაზარალებულების დასახმარებლად. იქნება ეს მედიკამენტების მხრივ დახმარება, თუ სხვა ფორმატი.

 

 

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!

 

ზაზა ასათიანი

Catway