კომპანია ქეთვეის განცხადება

უკვე ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კეთილშობილური მიზნით შემოღებულ საბანკო რეგულაციებს თან ახლდა ნეგატიური გვერდითი ეფექტიც. კერძოდ, მთელს რიგ ბიზნესებს ხელოვნურად შეუმცირდა გაყიდვები, რაც პროპორციულად აისახა როგორც სამუშაო ადგილების რაოდენობაზე, ასევე ბიუჯეტში გადასახადების სახით აკუმილირებად თანხებზეც. სამწუხაროდ, ტენდენცია მზარდია და თუ დროულად არ მოხდება მისი მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი, პრობლემა უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს.

ამასთან ერთად, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის - თიბისი ბანკის გარშემოც. თიბისი ბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი კრედიტორია და ათასობით მსხვილი, საშუალო და მცირე ქართული კომპანიის ოპერირებას უზრუნველყოფს. ბოლო დროს მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები უარყოფითად მოქმედებს ბიზნეს გარემოზე და არასტაბილურობის განცდას ქმნის უცხოელ ინვესტორებშიც.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობა სცდება კომერციულ ფარგლებს და საქართველოსთვის დამატებით უსაფრთხოების ფარს წარმოადგენს. ვფიქრობთ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, გამოძიების პროცესის მეტად უფრო გამჭირვალედ წარმართვა, რათა საზოგადოებაში არ არსებობდეს ეჭვის თუ სპეკულაციის საფუძველი. ამასთანავე, უნდა მოხდეს პროექტის ჩაშლის რისკების მინიმიზაცია. საქართველოს გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა დემოკრატიაზე გადის და მისი ძირითადი დონორი თავისუფალი ბიზნეს გარემოა, რაშიც საქართველო რეგიონალური ლიდერია და იმედს ვიტოვებთ, მომავალშიც ასეთად დარჩება.

ზაზა ასათიანი
catway
დირექტორი