საქართველოში Cat-ის მაჯის საათების გაყიდვა დაიწყო.

2017 წლის ნოემბერში კომპანია ქეთვეიმ კომპანიის ბიზნეს არეალი გააფართოვა და Cat-ის მაჯის საათების ექსკლუზიური კოლექცია წარმოადგინა. ის ქართულ ბაზარზე Cat Phones Georgia-ს სახელით ოპერირებს  და თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან როგორიც არის სოკარი, ელიტ ელექტრონიქსი, ჯეოსელი და კარფური. Cat-ის მაჯის საათები აქტიური, თავგადასავლების მოყვარული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი და მსოფლიოს 51 ქვეყანაში იყიდება. საათების დიზაინზე ევროპის წამყვანი დიზაინერები მუშაობენ, ხოლო კომპანიის სათავო ოფისი შვეიცარიაში, ქალაქ სოლოტარნში არის განლაგებული. საათები შეზღუდული რაოდენობით შემოვიდა და მათი შეძენა 16 ნოემბრიდან ექსკლუზიურად Cat-ის ოფიციალურ საიტზე: www.catproducts.ge-ზე იქნება შესაძლებელი. სამომავლოდ კომპანია ადგილობრივ საცალო ქსელებთან თანამშრომლობაზეც იფიქრებს.