თბილისში მსოფლიოში პირველი თერმული კამერით აღჭურვილი სმარტფონის Cat S60-ის პრეზენტაცია გაიმართა

13 ივლისს სასტუმრო ამბასადორში Cat Phones Georgia-მ მსოფილიოში პირველი თერმული კამერით აღჭურვილი სმარტფონი Cat S60 წარმოადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, სამშენებლო და ნავთობმომპოვებელი კომპანიების და საცალო ქსელების წარმომადგენლები

გამძლე Android სმარტფონი Cat S60 აღჭურვილია FLIR-ის თერმული კამერის მოდულით, რომელიც შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი სითბოს წყაროს ვიზუალიზაციას ახდენს და ამავდროულად მის ტემპერატურას ადგენს. Cat S60-ის უნიკალური თერმული კამერა მომხმარებელს საშუალება აძლევს, სმარტფონი ისეთი სპეციფიკური დანიშნულებით გამოიყენოს , როგორიც არის: დაკარგული ადამიანების მოძებნა, სითბური დანაკარგის დაფიქსირება; ტენის გაჟონვის, ან არასაკმარისი იზოლაციის დადგენა; ელექტრომოწყობილობების გადახურების იდენტიფიკაცია; მოკლე ჩართვის წყაროს პოვნა თუ სრულ სიბნელეში დანახვის შესაძლებლობა. Cat S60 განსაკუთრებით პრაქტიკულია მშენებლებისთვის, კონსტრუქტორებისთვის, ოპერატიული რეაგირების სამსახურების თანამშრომლებისა და ინოვაციური „გაჯეტების“ მოყვარულებისთვის“ – ამბობს ზაზა ასათიანი, საქართველოში მობილური მოწყობილობების მიმართულებით Cat-ის ექსკლუზიური პარტნიორის Cat Phones Georgia-ს დირექტორი.

გარდა ამისა Cat S60 მსოფლიოში ყველაზე წყალგამძლე სმარტფონია; ის უვნებელი რჩება 5 მეტრამდე სიღრმეში ერთი საათის განმავლობაში. რეალური წყალქვეშა გადაღების ფუნქცია სმარტფონს დამატებით ინოვაციურობას მატებს.

Cat S60 ქართველი მომხმარებლისთვის უახლოეს დღეებში იქნება ხელმისაწვდომი.