ჩვენი მსოფლმხედველობა

ჩვენი საქმე არ არის გადაპრანჭული დიზაინის მქონე გაჯეტების გამოშვება, რომელთა მფლობელები ძირს დავარდნის ან წყალში დასველების შიშში ცხოვრობენ. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც არასოდეს დაგაღალატებთ. ეს ერთნაირად ეხება CAT-ის ტრაქტორს, საათს თუ სმარტფონს, რადგან თითოეულ მათგანს ერთი ფილოსოფია აერთიანებს - შექმნილია რომ გაძლოს!

 

 

ჩვენი ამბავი

კატერპილერის ბრენდი 1904 წელს შეიქმნა, როდესაც გამომგონებელმა ბენჯამენ ჰოლტმა პირველი მუხლუხიანი ტრაქტორი შექმნა კალიფორნიული ყამირი მიწების დასამუშავებლად. მალე ეს სიახლე ყველამ შეიტყო და და ბიზნესიც აღორძინდა.

1925 წელს ბენჯამინ ჰოლტი თავის მთავარ კონკურეტთან დანიელ ბესთთან გაერთიანდა და ასე შეიქმნა Caterpillar Tractor Company. გაიგეთ მეტი ჩვენი ისტორიის შესახებ www.cat.com ან www.caterpillar.com -ზე.

 

 

ჩვენი მისია

2012 წელს Bullitt Mobile-მა CAT-ის ბრენდის სახელით მობილური ტელეფონების წარმოების და დისტრიბუციის გლობალური ლიცენზია მოიპოვა. 2011 წელს კი Time Network Limited-მა Cat-ის საათების წარმოება დაიწყო. დღესდღეობით ჩვენი საათები, ტელეფონები და აქსესუარები მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. რა არის ჩვენი მიზანი? უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, შევქმნათ უბადლო პროდუქტები რომლებიც მოლოდინს არასოდეს გაგიცრუებთ. ჩვენ მოპოვებული გვაქვს მსოფლიო კლასის ხარისხის სტანდარტი და ვმუშაობთ მხოლოდ იმ მომწოდებლებთან, რომლებიც ISO9001 სტანდარტს აკმაყოფილებენ. ჩვენს საიტზე თქვენ ნახავთ ჩვენს მობილურ ტელეფონებს, საათებს და აქსესუარებს რომლებიც გამოცდილია დროსა და სივრცეში.