ზოგადი წესები

საიტზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ეთანხმება კომპანიის წესებს, მათ შორის საგარანტიო პირობებს.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე ონლაინ განვადებით. მოწოდების ვადა მერყეობს ერთი დღიდან სამ დღემდე, მიწოდების ადგილის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე.

რეგისტრაცია

საიტზე რეგისტრაციისას ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციის სისწორეს. ეს განსაკუთრებით ეხება მისამართს და ტელეფონის ნომერს. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ პროდუქციის მოწოდებისას კურიერი ეყრდნობა მომხმარებლის მიერ შეყვანილ ინფორმაციას.

ბარათით გადახდა

გადახდა ხორციელდება ნებისმიერი ქართული ბარათით, TBC ბანკის დაცულ გვერდზე. წარმატებული ტრანზაქციის შემდეგ საიტის სისტემაში აქტიურდება შეკვეთა და იწყება მოწოდების პროცედურა.

 

ონლაინ განვადება 

 

საიტზე შესაძლებელია პროდუქციის ონლაინ განვადებით შეძენა. ამისთვის პირველ რიგში საჭიროა მომხმარებლის ვებ-საიტზე რეგისტრაცია. სასურველი პროდუქტის არჩევის შემდეგ, მომხმარებელი ირჩევს ონლაინ განვადებას და გადადის TBC ბანკის განვადების გვერდზე, სადაც ავსებს განვადების განაცხადს. განვადების დამტკიცების შემთხვევაში მომხმარებლი მიიღებს SMS-ს. განვადების პროცედურის დასასრულებლად მომხმარებელმა აუცილებლად უნდა მიმართოს TBC ბანკის რომელიმე ფილიალს და გააფორმოს ხელშეკრულება. ამის შემდეგ ჩვენს სისტემაში აქტიურდება ორდერი და იწყება მიწოდების პროცედურა.

პერსონალური ინფორმაცია

მომხმარებლის მიერ საიტზე რეგისტრაციისას გაცემული პერსონალური დეტალები არ გადაეცემა მესამე პირებს, თუმცა კომპანია იტოვებს უფლებას ის გამოიყენოს მარკეტინგული შეთავაზებისთვის. ამასთან ერთად მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს მისი პერსონალური ინფორმაციის წაშლა.