- რაში გამოიყენება დარტყმაგამძლე და წყალგაუმტარი ტელეფონი?
- თანამედროვე ინდუსტრიაში, მათ შორის მძიმე მრეწველობასა, მშენებლობებსა თუ საველე სამუშაოებზე გაჩნდა ისეთი მობილური ტელეფონების საჭიროება, რომლებიც ექტრემალურ და მძიმე კლიმატურ პირობებს გაუძლებდნენ. სწორედ ამისთვის შეიქმნა CAT-ის მობილური ტელეფონები, რომლებმაც უნიკალური თვისებების გამო უმოკლეს ხანში მოიპოვეს პოპულარობა. იმ სფეროების რაოდენობა, სადაც CAT-ის ტელეფონებს მოიხმარდნენ, დროთა განმავლობაში გაიზარდა.
- ვინ არის CAT-ის მობილური ტელეფონის მომხმარებელი?
- დღესდღეობით CAT-ის მობილურ ტელეფონებს მსოფლიოში მილიონობით განსხვავებული პროფესიის ადამიანი ხმარობს. CAT-ის არმიაში ირიცხებიან, როგორც ინჟინრებიდა საველე მუშაკები, ასევე მონადირეები, მეთევზეები და ექსტრემალური სპორტის მოყვარულები. ჩვენთვის საამაყოა რომ უამრავი ჯარისკაცი თუ პოლიციელი ჩვენი მობილური ტელეფონით სარგებლობს.
- როგორ გადავტვირთო ტელეფონი, როდესაც ეკრანზე არაფერი ჩანს?
- ტელეფონს აქვს ინტეგრირებული ბატარეა, რომელზე წვდომაც მხოლოდ ავტორიზებულ პერსონალს გააჩნია. იმისათვის რომ ტელეფონი გადატვირთოთ, საჭიროა გახსნათ მეხსიერების და სიმ-ბარათის სლოტი, რომლის უკანა მარჯვენა მხარეს ნახავთ გათიშვის ღილაკს. დააჭირეთ ამ ღილაკს და ტელეფონი გამოირთვება. ამის შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულ რეჟიმში ჩართოთ ტელეფონი.